დღეიდან, 1-ლი მარტიდან, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე შესასვლელი
ბილეთის ფასები იზრდება.
როგორც დაცული ტერიტორიების სააგენტოში განმარტავენ, ეკოტურიზმის
განვითარება და სიახლეების დანერგვა საექსპლუატაციო ხარჯების
ზრდასთანაა დაკავშირებული. ამიტომ, იმისთვის, რომ მათი საქმიანობა
უფრო ეფექტიანი იყოს, როგორც გარემოსდაცვითი მიმართულებით, ისე
ეკოტურიზმის განვითარების კუთხით, აუცილებელი გახდა ბილეთების ფასების
ცვლილება.
კერძოდ, მარტვილის კანიონზე შესვლა საქართველოს მოქალაქე/რეზიდენტი
პირებისთვის 10.35 ლარის ნაცვალად 12 ლარი ეღირება. უცხო ქვეყნის
მოქალაქეებისთვის კი 17.25 ლარის ნაცვალად - 20 ლარი. 15 ლარიდან 20
ლარამდე იზრდება ნავით გასეირნების ღირებულებაც.
ოკაცეს კანიონში შესასვლელი ბილეთის ფასი საქართველოს
მოქალაქეებისთვის 12 ლარი იქნება (9,20 ლარის ნაცვალად), უცხო ქვეყნის
მოქალაქეებისთვის კი - 20 ლარი (17,25 ლარის ნაცვალად).
საქართველოს მოქალაქეებისთვის 10,35 ლარიდან 12 ლარამდე იზრდება
ოკაცეს (კინჩხა) ჩანჩქერზე შესვლის ღირებულება, უცხო ქვეყნის
მოქალაქეებისთვის კი - 17. 25 ლარიდან 20 ლარამდე.
პრომეთეს მღვიმეში შესვლა საქართელოს მოქალაქე/რეზიდენტი პირებისთვის
12 ლარი ეღირება ( 11. 50 ლარის ნაცვალად), უცხო ქვეყნის
მოქალაქეებისთვის კი - 25 ლარი (ნაცვლად 23 ლარისა). იზრდება ნავით
გასეირნების ღირებულებაც - საქართველოს მოქალაქეებისთვის 11.50 ლარის
ნაცვალად 13 ლარი ეღირება, უცხოელებისთვის კი - 17.25 ლარის ნაცვალად
20 ლარი.
სათაფლიაზე შესასვლელი ბილეთის ფასი საქართველოს მოქალაქეებისთვის 8
ლარის ნაცვალად 10 ლარი იქნება, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის კი -
17.25 ლარის ნაცვალად 20 ლარი.
ნავენახევის მღვიმეში შესვლის ფასი საქართველოს მოქალაქე/რეზიდენტი
პირებისთვის უცვლელი დარჩება - 8 ლარი, უცხო ქვეყნის
მოქალაქეებიისთვის კი 11,50 ლარიდან 12 ლარამდე გაიზრდება.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, 6 წლამდე ბავშვები
ტერიტორიაზე უფასოდ დაიშვებიან, 6-18 წლამდე კი შენარჩუნდება 5. 5
ლარი.
მათივე ინფორმაციით, 2023 წელს, სხვადასხვა დაცულ ტერიტორიაზე,
მასშტაბური სამუშაოები განხორციელდა, რომელთა ჯამურმა ღირებულებამ
თითქმის 22,5 მილიონი ლარი შეადგინა.
მასალის გამოყენების პირობები