ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ოთხი ადამიანი დაშავდა.
შემთხვევა გუშინ, საღამოს საათებში, წყალტუბოს გადასახვევთან
მოხდა.
ადგილზე მობილიზებული იყვნენ საპატრულო პოლიციისა და
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფები.
დაშავებულები ქუთაისის ერთ-ერთი კლინიკაში გადაიყვანეს, მათ
სხვადასხვა დაზიანება აღნიშნებათ.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით
დაიწყო, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის
წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე
დაზიანება გამოიწვია.
მასალის გამოყენების პირობები