გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, 3
მარტამდე უნალექო ამინდები შენარჩუნდება.
მისივე თქმით, 26-27 თებერვალს, დროგამოშვებით იქროლებს აღმოსავლეთის
მიმართულების ძლიერი ქარი, 28 თებერვლიდან კი ქარის სიჩქარე
შესუსტდება.
"3 მარტის ჩათვლით, ჰაერის მინიმალური ტემპერატურა, დაბლობ რაიონებში,
ღამით 4-5 გრადუსი სითბო დაფიქსირდება. ამასთან, 26-28
თებერვალს, დღის მაქსიმალური ტემპერატურა 15-17 გრადუსი
იქნება, 29 თებერვლიდან 3 მარტის ჩათვლით კი 17-19 გრასდუსამდე
მოიმატებს",- განმარტავს დოდო გვაზავა.
მასალის გამოყენების პირობები