პროკურატურამ, ქუთაისში, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების
უკანონო შეძენა, შენახვის და გასაღების ფაქტზე, ინდოეთის რესპუბლიკის
ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.
შსს-ს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა
ჯგუფურად უკანონოდ შეიძინეს და შეინახეს დიდი ოდენობით ნარკოტიკული
საშუალება “მეტამფეტამინი”, რაც თანხის სანაცვლოდ უკანონოდ გაასაღეს.
ასევე ერთ-ერთმა ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა, შეინახა და გაასაღა
დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება “მეტამფეტამინი”.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები 22 თებერვალს სასამართლოს
განჩინების საფუძველზე დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა, ბ“ და მე-5 ნაწილის
„ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი
ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და
გასაღება, ორი ეპიზოდი).
ამავე თემაზე:
მასალის გამოყენების პირობები