ქუთაისში ველოსიპედების მაღაზია გატეხეს.
შემთხვევა, აღმაშენებლის გამზირზე, გუშინ, გვიან ღამით მოხდა.
არსებული ინფორმაციით, უცნობმა პირმა მაღაზიიდან ვერაფრის წაღება
მოახერხა, ვინაიდან სინგალიზაცია ჩაირთო.
“როგორც კამერებში ვნახეთ, შემთხვევა დაახლოებით ღამის ორი ნახევარზე
მოხდა. სახეზე ვერ ვიცანით, შეფუთული იყო, მაგრამ დიდი ალბათობით
არასრულწლოვანია. მივიდა პირდაპირ იქ, სადაც თანხას ვინახავთ (მაგრამ
არ ვტოვებთ ხოლმე ღამით). ჩაირთო სიგნალიზაცია და გაიქცა მაშინვე ეს
ბავშვი“,- განმარტავს მაღაზიის თანამშრომელი.
მისივე თქმით, არასრულწლოვნებთან დაკავშირებით კანონით პოლიციას
არაფრის გაკეთება არ შეუძლია, ამიტომ მათ გამოძახებას აზრი არ
ჰქონდა.
„რომ მოვედით ღია იყო კარი. კამერების მიხედვით, 15 წამი მოანდომა
ყველაფერს, მივარდა კასასთან, ეცადა თანხის ამოღებას, თანხა არ დახვდა
მისდა სამწუხაროდ და წავიდა ხელცარიელი. არასრულწლოვანი იყო
სავარაუდოდ და სამწუხაროდ, ისეთი “მიმზიდველი” კანონი გვაქვს
ქვეყანაში არასრულწლოვნებთან დაკავშირებით, არაფრის გაკეთება არ
შეუძლიათ”, – აცხადებს მაღაზიის თანამშრომელი.
მასალის გამოყენების პირობები