ქუთაისში, პარლამენტის საშვთა ბიუროს ყოფილი შენობის სარემონტო
სამუშაოებისთვის 92 595 ლარი დაიხარჯა.
შენობას, სადაც მალე შრომის ინსპექციის სამსახურის რეგიონული ოფისი
განთავსდება, რეაბილიტაცია ტენდერში [NAT230013876] გამარჯვებულმა შპს
„პროფკონსტრუქშენმა“ ჩაუტარა.
შრომის ინსპექციის სამსახურს სახელმწიფო შესყიდვა, ამჟამად, ოფისის
საჭიროებისათვის ტურნიკეტისა და დროის აღრიცხვის სისტემის, ასევე
ვიდეოთვალთვალის კამერების შეძენაზე აქვს გამოცხადებული.
რა ფორმით და ვადით გადაეცა შრომის ინსპექციას საოფისე ფართი, ამაზე,
უწყებაში გვითხრეს, რომ ოფისი მალე გაიხსნება და ეს ინფორმაციაც მაშინ
გახდება ცნობილი.
აბაშიძის ქუჩაზე, საშვთა ბიუროს ყოფილ შენობაში განთავსებული
ინსპექციის სამსახური მოქალაქეებს, შრომითი უფლებების დაცვის, ასევე
საჭირო პროცედურების განხორციელების მიმართულებით გაუწევს
კონსულტაციებს.
შრომის ინსპექციას, ამ ეტაპზე, ერთი რეგიონული ოფისი აჭარაში აქვს,
მეორე, ცენტრალური კი - თბილისში.
შენობაში, რომელიც მალე შრომის ინსპექციის სამსახურის ფილიალი იქნება,
2012 წლიდან, პარლამენტის ყოფილი შენობის საშვთა ბიურო იყო
განთავსებული. მას შემდეგ, რაც საკანონმდებლო ორგანო ქუთაისიდან
თბილისიდან გადაიტანეს (2019 წლიდან), საშვთა ბიუროს შენობა უფუნქციო
და მიტოვებული იყო.
ამავე თემაზე:
ქუთაისში, პარლამენტის საშვთა ბიუროს შენობაში, შრომის ინსპექციის
სამსახური განთავსდება
მასალის გამოყენების პირობები