ჩვენ შესახებ
სარედაქციო პოლიტიკა
FaceBook
„ქუთაისიპოსტი“ არის დამოუკიდებელი, საინფორმაციო-ანალიტიკური, მულტიმედია ინტერნეტ გამოცემა, რომელიც აშუქებს ქუთაისსა და იმერეთის რეგიონში მიმდინარე მოვლენებს.

"ქუთაისიპოსტი" დაფუძნებულია ააიპ ორგანიზაცია "თავისუფალ ჟურნალისტთა ცენტრი"-ს მიერ, 2014 წლის ოქტომერში. 

ჩვენი რედაქცია ცდილობს აუდიტორიისადმი ანგარიშვალდებულებითა და პასუხისმგებლობით, ასევე რედაქციაში შეთანხმებული წესებითა და პრინციპებით გააშუქოს მოვლენები, შექმნას ჟურნალისტური ნაწარმოებები.

ქვემოთ თქვენ, ჩვენი ორგანიზაციის მისიასთან ერთდ, გაეცნობით პრინციპებს და სახელმძღვანელო დოკუმენტებს, რომელთა გათვალისწინებითაც ჩვენ ვცდილობთ თქვენთვის ვიმუშაოთ.

ქუთაისიპოსტის რედაქცია, ჩვენს მიერ მომზადებულ და გამოქვეყნებულ მასალებში არ იყენებს სიძულვილის ენას, მიუღებელია შეურაცხმყოფელი და დისკრიმინაციული მოსაზრებების გამოქვეყნება.
ჟურნალისტიკა, ისევე როგორც ყველა სხვა პროფესია, არ არის სრულად დაზღვეული შეცდომებისგან. ჩვენ სხვადასხვა მეთოდით, ვცდილობთ შეცდომების პრევენციას. არაზუსტი ინფორმაციის გავრცელებისას ვებსაიტიდან არ ვშლით მთლიან მასალას, ვასწორებთ და ვუთითებთ იმგვარად, რომ მკითხველისთვის ნათელი იყოს, რა შეიცვალა.
თუ თვლით, რომ ჩვენი მცდელობის მიუხედავად - პირნათლად გვემუშავა თქვენი ინფორმირებისთვის, მაინც დავარღვიეთ ქვემოთ მოცემული რომელიმე პრინციპი, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ:

1. ჩვენს რედაქციას:
Mail: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ - განცხადება რედაქციას;
აქ თვქენს განაცხადს, თქვენი ჩართულობით განვიხილავთ ჩვენს ჟურნალისტებთან ერთად.

2. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია - ეს არის პროფესიული გაერთიანება, რომლის მიერ ჩამოყალიბებულ 11 პრინციპსაც ჩვენი რედაქცია აღიარებს. ქარტიას შეგიძლიათ მიმართოთ აქ https://www.qartia.ge/ka/mthavari-gverdis-aikonebi/article/30511

მისია:

ჩვენი მისიაა საინტერესო, აქტუალური და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი თემების სიღმისეული გაშუქებით მოხდეს იმერეთის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის წინაშე არსებული პრობლემური საკითხების წინ წამოწევა და მათი გადაჭრის გზების ძიება. ჩვენ ვიბრძვით დეზინფორმაციის, პროპაგანდის და ყალბი ამბების წინააღმდეგ, ისევე, როგორც ევროპული ღირებულებების მხარდასაჭერად.


პრინციპები:

სიზუსტე
სიზუსტე ნებისმიერი ახალი ამბის სიუჟეტის ქვაკუთხედია და, მეტწილად, სწორედ ის განაპირობებს აუდიტორიის ნდობას საბოლოო პროდუქტისადმი. მედიამ ყველაფერი უნდა გააკეთოს მის მიერ დაბეჭდილი თუ გადმოცემული ამბის ნამდვილობის უზრუნველსაყოფად. მედია ორგანიზაციამ შეცდომაში არ უნდა შეიყვანოს აუდიტორია და არ უნდა გაავრცელოს ყალბი ახალი ამბები. არსებითად, ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი სიუჟეტი, ამბავი უნდა ეყრდნობოდეს სანდო წყაროს, ხოლო ფაქტები უნდა გადამოწმდეს. აქედან გამომდინარეობს ისიც, რომ სიზუსტე სისწრაფეზე მნიშვნელოვანია. აზრი არ აქვს პირველობას, თუ ინფორმაცია მცდარი აღმოჩნდა.

მიუკერძოებლობა
მიუკერძოებლობა მედიის დამოუკიდებლობის გარანტია და გულისხმობს, რომ ჩვენი პროფესიული მოსაზრებები არ უნდა იყიდებოდეს და ექცეოდეს გავლენის ქვეშ, ხოლო პირადი რწმენა არ უნდა ახდენდეს გავლენას სიუჟეტზე, ამბავზე, რომელსაც ვქმნით.
ეს ბევრად მეტია, ვიდრე ორ მხარეს შორის ბალანსის შენარჩუნება, რადგან აზრთა სხვადასხვაობის ასახვასა და ინკლუზიურობას მოიაზრებს. აქ შეიძლება იგულისხმებოდეს არამხოლოდ პოლიტიკური თვალსაზრისი, არამედ კულტურული ლანდშაფტის მრავალფეროვნება, სხვადასხვა გენდერისა და სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანების, ქალაქსა თუ სოფლად მცხოვრები, ხანდაზმული თუ ახალგაზრდა, შეძლებული და ღარიბი მოსახლეობის შეხედულებები.

სამართლიანობა
ეს ნიშნავს სამართლიანობას აუდიტორიის, წყაროებისა და იმ ადამიანების მიმართ, ვისაც ჩვენი მედიამასალა მოიცავს და/ან ეხება; სამართლიანობა, ასევე, მოიაზრებს ახალი ამბებზე მომუშავე ყველა თანამშრომლის პატივისცემას და თანაბარ მოპყრობას. ყველა პირს, რომელსაც ესა თუ ის მასალა ეხება, უნდა ჰქონდეს უფლება, უპასუხოს ნებისმიერ ბრალდებას და გადმოსცეს ამბის საკუთარი ვერსია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სხვაგვარად შეუძლებელია, გარკვეული მტკიცე სარედაქციო მიზეზებიდან გამომდინარე.


ინტერესთა კონფლიქტი

ამგვარ კონფლიქტად ჩვენ განვიხილავთ მდგომაროებას, როცა ჟურნალისტის, რედაქციის წევრის პირადი, კორპორატიული ან სამოქალაქო ინტერესი შესაძლოა წინააღმდეგობაში მოვიდეს ჟურნალისტურ პრინციპებთან.

- სიძულვილის ენის დაუშვებლობა.
- ბავშვის ინტერესის უპირატესობა გაშუქებისას.
- ინკლუზიური მედია.
- სოციალურ მედიაში მუშაობის მეთოდოლოგია.
- კონფლქიტების, ძალადობის, საგანგებო სიტუაციების, არჩევნების და სხვა მნიშვნელოვანი თემების გაშუქების პრინციპებს და სახელმძღვანელოებს, რომლებსაც ჩვენ ვაღიარებთ და ვეყრდნობით, თქვენ იპოვით აქ:

ქარტიის სარედაქციო სახელმძღვანელოები:
https://www.qartia.ge/ka/sakhelmdzghvanelo-tsesebi1



მასალის გამოყენების პირობები:

ქუთაისიპოსტის ვებ-გვერდსა და სოციალური ქსელის გვერდზე გამოქვეყნებული ნებისმიერი მასალის გამოყენებისას, აუცილებელია წყაროს მითითება.

თავის მხრივ, ჩვენი მედიაორგანიზაცია, როდესაც იყენებს სხვა პლატფორმაზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას, ფოტოს ან ვიდეოს, ყოველთვის უთითებს წყაროს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პარტია
19:14 / 07.09.2017
პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე ისნის მოსახლეობას შეხვდა და საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარუდგინა.
ქუთაისიპოსტზე გამოქვეყნებული პუბლიკაციები წარმოადგენს საინფორმაციო
სააგენტო
12:45 / 16.12.2015
ქუთაისიპოსტზე გამოქვეყნებული პუბლიკაციები წარმოადგენს საინფორმაციო სააგენტო "ქუთაისიპოსტის" საკუთრებას

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.