თოვის გამო, ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის
კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, მისაბმელიანი და
ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.
დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება კი
თავისუფალია.
ამასთან, გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საავტომობილო გზის
დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
თოვლისა და დაბალი ტემპერატურის გამო, მისაბმელიანი და
ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის
საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზეც,
დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კი თავისუფალია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19 თებერვლის დღის
მეორე ნახევრამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან
ძლიერი, მაღალმთიან ზონაში თოვლი, შესაძლებელია ნისლი.
როგორც სააგენტოში განმარტავენ, მთიან რეგიონებში ჰაერის მაღალი
ტემპერატურით გამოწვეულმა ინტერსიურმა თოვლის დნობამ და მოსალოდნელმა
თანდართულმა ძლიერმა წვიმამ დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე
შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა
მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში
მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
მასალის გამოყენების პირობები