ყაჩაღობაში
მონაწილე პირებს სახე ე.წ "სკოჩით" ჰქონდათ
დაფარული
ტყიბულში ერთ-ერთ სუპერმარკეტთან მდებარე თი-ბი-სი ფეის ჩასარიცხი
აპარატი დააყაჩაღეს.
შემთხვევა ერთი თვის წინ, ღამის საათებში მოხდა. როგორც
ადგილობრივებმა ქუთაისიპოსტს განუცხადეს, აპარატიდან 14 000 ლარია
წაღებული.
მათივე ინფორმაციით, ყაჩაღობის ფაქტი სუპერმარკეტის სათვალთვალო
კამერამ დააფიქსირა. თუმცა, პოლიციამ დამნაშავეების ამოცნობა ამ
დრომდე ვერ შეძლო, რადგან ყაჩაღობაში მონაწილე პირებს სახე ე.წ
"სკოჩით" ჰქონდათ დაფარული და მხოლოდ თვალები უჩანდათ.
თიბისი ფეის ჩასარიცხი აპარატის დაყაჩაღებაში მონაწილე პირები ამ
დრომდე დაკავებული არ არიან.
ტყიბულში თიბისი ფეის სწარაფი ჩასარიცხი აპარატის დაყაჩაღების ფაქტს
შს სამინისტროში ადასტურებენ. სამინისტროს პრეს-სამსახურის
განმარტებით, საქმე აღძრულია სსკ 77-ე მუხლით, რაც ქურდობის ფაქტს
ითვალისიწინებს და მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს აქტიური
საგამოძიებო მოქმედებები.
მასალის გამოყენების პირობები