ქუთაისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, რამაც
ორი ქვეითის სიცოცხლე შეიწირა, შსს-მ ერთი პირი
დააკავა.
შემთხვევა, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე, პარლამენტის ყოფილი შენობის წინ,
მოხდა.
თვითმხილველების თქმით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მანქანები ერთმანეთს
გასწრებაში ეჯიბრებოდნენ, რამაც ქვეითების სიცოცხლე
იმსხვერპლა.
„ასეთი ავარია მე ჯერ არ მინახავს, როგორც ვიცი, ორი ქალია დაღუპული,
აქვე ცხოვრობენ მეორე ბინაში“, - განმარტავს ერთ-ერთი
ადგილობრივი.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე
მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის
უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც
ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ამავე თემაზე:
ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ქვეითი
ემსხვერპლა
მასალის გამოყენების პირობები