ახალი ამბები
როგორი უნდა იყოს ქუთაისის ცენტრალური ბულვარი - მგფ-მ პროექტის ესკიზები გაასაჯაროვა
FaceBook
ესკიზები, რომლის მიხედვითაც ქუთაისის ცენტრალური ბულვარის რეკონსტრუქცია უნდა განხორციელდეს, ცნობილია.
აღსანიშნავია, რომ პროექტის ესკიზები მას შემდეგ გასაჯაროვდა, რაც "ქუთაისიპოსტმა" მასალა გამოაქვეყნა, სადაც საუბარი იყო, ბულვარის სარეაბილიტაციოდ შემოღობვაზე, მაშინ როცა, მგფ-ს პროექტი მზად ჯერ არ ჰქონდა.  სამაგიეროდ, კი უკვე იცოდნენ ჯერარდაწყებული სამუშაოების დასრულების თარიღი და თანხა.  

მუნიციპალური განვითარების ფონდმა პარკის შემოღობილ სივრცეზე შესაბამისი ფოტოები გამოაკრა, თუმცა სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა. 



ესკიზური პროექტის მიხედვით, ბულვარში შეხვედრებისთვის განკუთვნილი სივრცე და მედიათეკა მოეწყობა.

ის, სავარაუდოდ, კაფე-ბარ "სავანეს" ადგილას განთავსდება.





მულტიფუნქიური შეხვედრების ადგილისა და მედიათეკას გვერდით იქნება საზაგადოებრივი საპირფარეშოც.



იგეგმება ბულვარში განთავსებული ზ. ფალიაშვილის, ა.წერეთლის, დები იშხნელებისა და 9 აპრილის ქანდაკებების, ასევე კოლონადების გაწმენდა-რესტავრაციაც.

ესკიზების მიხედვით, დაგეგმილია გვირილობის მოედნის მარადმწვანე მცენარეებით გამწვანება და ბულვარში ვარდების ხეივანის გაშენებაც.





დაგეგმილია ახალი ძელსკამების, სანათების, ნაგვის ურნებისა და ბორდიურის განთავსებაც.



სამუშაოების გენ-გეგმა


ქუთაისის ცენტრალური ბულვარი, სარეკონსტრუქციოდ, იანვარში შემოღობეს, თუმცა ჯერჯერობით სამუშაოები არ დაწყებულა. დაახლოებით ორი კვირის წინ, მუნიციპალური განვითარების ფონდში (რომელიც ბულვარს აკეთებს) განგვიმარტეს, რომ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება მიმდინარეობდა. 

მათივე ინფორმაციით, ქუთაისის ცენტრალური ბულვარის რეკონსტრუქციისთვის დაახლოებით 15 მილიონამდე დაიხარჯება და სამუშაოები წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს.

პროექტის ესკიზები მას შემდეგ გასაჯაროვდა, რაც "ქუთაისიპოსტმა" მასალა გამოაქვეყნა, სადაც საუბარი იყო, რომ ბულვარის სარეაბილიტაციოდ შემოღობვა ისე მოხდა, მგფ-ს პროექტი მზად ჯერ არ ჰქონდა, სამაგიეროდ კი უკვე იცოდნენ ჯერარდაწყებული სამუშაოების დასრულების თარიღი და მისთვის განსაზღვრული მილიონობით თანხა. 

ბულვარის რეკონსტრუქციას მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს, სამუშაოებს კი შპს „დაგი" შეასრულებს, რომელმაც პარკის კეთილმოწყობისთვის გამოცხადებულ ტენდერში [NAT220025121] გაიმარჯვა.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, სამუშაოები გასულ წელს უნდა დაწყებულიყო, თუმცა როგორც მგფ-ში განმარტავდნენ, ბაღში განთავსებული ნაგებობის, (კაფე-ბარ ,,სავანეს’’) გამო ვერ ხერხდებოდა, რის შედეგადაც საქმეში მერიაში ჩაერია და საქალაქო სასამართლოში განხორციელებული დავების შედეგად, უკვე გასული წლის 27 დეკემბერს ,,სავანე’’ დაანგრია.

ქალაქის ცენტრალური ბულვარის რეკონსტრუქცია 2018 წელს, ქალაქის მაშინდელი მერის გიორგი ჭიღვარიას დაპირება იყო. დაპირებიდან ერთი წლის შემდეგ, მერიამ ბულვარის რენდერ ვერსია ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა, სადაც მოქალაქეებს მათ მიერ მოწონებული ესკიზისთვის ხმა უნდა მიეცათ, თუმცა პროექტის საბოლოო ვარიანტის შემუშავება არ მოხდა.

ქუთაისის ცენტრალური ბაღი 1821 წელს გაშენდა. ის მუშტაიდის პარკის შემდეგ, სიძველით, მეორეა მთელს ამიერკავკასიაში. ბულვარში სარეკონსტრუქციო სამუშაოები ეტაპობრივად ხორციელდებოდა, თუმცა, მისი არსებობის განმავლობაში, სრული რეკონსტრუქცია არ მომხდარა.


ამავე თემაზე:

ცენტრალური ბულვარის სამუშაოების დასრულების ვადა ცნობილია, პროექტი კი ჯერ მზად არ არის

ქუთაისის ცენტრალური ბულვარის სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაიწყო

"ქუთაისის ცენტრალური ბაღის რეკონსტრუქცია იწყება და პროექტი ჯერ არ გასაჯაროვებულა’’

"სამუშაოების დასაწყებად დავალება არ გაცემულა" - ქუთაისის ბულვარის რეკონსტრუქციის თარიღი კვლავ უცნობია

რამდენიმეწლიანი დაპირების შემდეგ ქუთაისის ცენტრალური ბულვარის რეკონსტრუქცია იწყება
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.