სამუშაოებისთვის მილიონ 900 ათასი ლარი დაიხარჯება
ქუთაისში, მდინარე ოღასკურას, რომელიც ყოველი ძლიერი წვიმის შემდეგ
რამდენიმე
მიმდებარე ქუჩას ტბორავს, ნაპირსამაგრი სამუშაოები ჩაუტარდება.
სამუშაოებისთვის საპროექტო ტენდერი ორ დღეში გამოცხადდება. პროექტის
შემუშავების შემდეგ, მერიის კეთილმოწყობის სამსახური სამუშაოების
შემსრულებელ კომპანიას შეარჩევს, რომელიც ოღასკურაზე გამაგრებით
სამუშაოებს დაიწყებს.
ნაპირსამაგრი სამუშაოები მდინარეს მთლიან ზოლზე უნდა ჩაუტარდეს,
პირველ ეტაპზე კალაპოტს ჭონქაძის ქუჩიდან ირაკლი აბაშიძის ქუჩის
(პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია) ჩათვლით გაამაგრებენ.
კეთილმოწყობის სამსახურში ამბობენ, რომ სამუშაოების განხორციელება
რეგიონალური განვითარების ფონდზეა დამოკიდებული, რომელიც
სამუშაოებისთვის საჭირო თანხას ეტაპობრივად გადმორიცხავს.
"წარდგენილი გვაქვს მილიონ 900 ათასი ლარის პროექტი, თუმცა, ფონდი
თანხის ნაწილს მას შემდეგ გადმორიცხავს, რაც შეამოწმებს პირველ ეტაპზე
შესრულებული სამუშაოების ხარისხს",– ამბობს ქუთაისის მერიის
კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი მალხაზ ბასილაძე.
მალხაზ ბასილაძის ვარაუდით, ჭონქაძის ქუჩიდან აბაშიძის ქუჩამდე
ნაპირსამაგრ სამუშაოებს მილიონ ნახევარ ლარამდე დასჭირდება. მეორე
ეტაპისთვის კი, რომელიც მდინარის კალაპოტის პარლამენტიდან ავტოქარხნის
ბოლომდე გამაგრებას ითვალისწინებს, ადგილობრივი თვითმმართველობა
ფონდისგან დამატებით თანხას მოითხოვს. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში
მერია თავდაპირველად მოთხოვნილ მილიონ 900 ათას ლარში უნდა
ჩაეტიოს.
მდინარე ოღასკურას გამაგრებითი სამუშაოები გაზაფხულზე უნდა
დასრულდეს.
მასალის გამოყენების პირობები