წალენჯიხაში, საგარეჯოში, დუშეთში, ახალქალაქში, ყვარელში, ტყიბულში,
სენაკში, მარტვილში, ხულოსა და ჭიათურაში დიალიზის სერვისი
ამოქმედდა.
ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ქვეყნის მასშტაბით, წელს, დიალიზის 10 სერვისცენტრი
გაიხსნა.
როგორც უწყებაში ირმუნებიან სამედიცინო დაწესებულებები, დიალიზისთვის
საჭირო აპარატურით სრულად აღიჭურვა. ჰემოდიალიზის საჭიროების მქონე
პირებს, სათანადოდ გადამზადებული მედპერსონალი, ყოველდღიურად,
მოემსახურება.
დიალიზის ახალი ცენტრები, სამინისტროს ჩართულობით, კერძო სექტორთან
თანამშრომლობის შედეგად მოეწყო.
აღსანიშნავია, რომ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია, ვინაიდან, მანამდე, ბენეფიციარებს, პროცედურის
ჩასატარებლად, კვირაში რამდენჯერმე, კილომეტრების დაშორებით,
სხვადასხვა ქალაქში უწევდათ გადაადგილება, რაც ჯანმრთელობის
მდგომარეობის გაუარესებასთან, დროსა და ხარჯებთან იყო
დაკავშირებული.
დღეის მონაცემებით ქვეყნის 49 მუნიციპალურ ერთეულში, დიალიზის
ცენტრები, ყოველდღიურად, 2600 პაციენტს ემსახურება..
სამინისტრო პირობას დებს, რომ უახლოეს მომავალში სამედიცინო
მომსახურება, ასევე, კასპში, ცაგერში, წნორსა და დედოფლისწყაროშიც
ამოქმედდება.
მასალის გამოყენების პირობები