ქუთაისი-ბარსელონას რეისი, აფრენიდან რამდენიმე წუთში, უკან, ქუთაისის
საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა.
მიზეზი ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერების სავარაუდო არსებობის შესახებ
ავიაკომპანიის მიერ მოწოდებული ინფორმაცია გახდა.
ამის საფუძველზე ეკიპაჟმა ბორტის ქუთაისის აეროპორტში დაბრუნების
გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო
აეროპორტში განმარტავენ, ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახურია
მობილიზებული და სამუშაოებს აწარმოებენ.
მასალის გამოყენების პირობები