ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა გორდის მიდამოებში მდებარე ოკაცეს
კანიონი 12 თებერვლიდან დროებით იხურება.
ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო
ავრცელებს.
კანიონის დახურვის მიზეზად სააგენტო ტექნიკურ სამუშაოებს
ასახელებს.
ორგანიზაციაში არ აკონკრეტებენ როდიდან გაიხსნება კანიონი.
მასალის გამოყენების პირობები