შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის
უღელტეხილის საავტომობილო გზის 47-ე კმ-ზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა.
აღნიშნულის გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა
აკრძალულია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მოძრაობა აკრძალულია
ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის
მ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზეც, სადაც მხოლოდ
მსუბუქი ავტოტრანსპორტი დაიშვება. საავტომობილო გზის დანარჩენ
მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ამასთან, თოვლისა და ლიპყინულის გამო,
საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე მხოლოდ
მსუბუქი და მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე)
ავტოტრანსპორტის მოძრაობაა დაშვებული. დანარჩენი სახის
ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.
მასალის გამოყენების პირობები