სოფელ ნერგეეთში, მეწყრის ჩამოწოლის შედეგად დაშავებული მოქალაქე
ბაღდათიდან ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანეს.
ექიმების განმარტებით, ამ ეტაპზე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა
სტაბილურია.
დაშავებულმა სტიქიისას მეუღლე, შვილი და დედა დაკარგა.
მეწყერი სოფელ ნერგეეთში 7 თებერვალს, ღამის ორ საათზე ჩამოწვა და 4
საცხოვრებელი სახლი მოიყოლა, სადაც ჯამში 10 ადამიანი იმყოფებოდა.
მაშველებმა აქედან ერთი ადამიანის გადარჩენა შეძლეს.
ამ დროისთვის ნაპოვნია 8 ადამიანის ცხედარი, ერთი პირის მიმართ კი
სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები გრძელდება.
სტიქიის ზონაში, 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, შესაბამისი
აღჭურვილობით, მცურავი საშუალებებით, ტექნიკითა და დრონებით
ახორციელებს სამძებრო სამუშაოებს.
ძებნა-შველის ღონისძიებაში, ასევე, ჩართულია კინოლოგთა ჯგუფი.
ოფიციალური ინფორმაციით, ნერგეეთში მეწყერის სიმაღლე 30
მეტრია, მეწყრული მასის საორიენტაციო მოცულობა კი 150 000 მ3-ს
შეადგენს. მიწის მასა ჩამოშლილია გზის დაახლოებით 200-მეტრიან
მონაკვეთზე.
ამავე თემაზე:
ნერგეეთში, სტიქიის ზონაში, მეხუთე ადამიანის ცხედარი
იპოვეს
რამ გამოიწვია მეწყერი ნერგეეთში - გარემოს ეროვნული
სააგენტოს განმარტება
სოფელ ნერგეეთში მამას და სამ შვილს
ეძებენ
მეწყერი ბაღდათის მუნიციპალიტეტში - ნაპოვნია 4
ადამიანის ცხედარი
მასალის გამოყენების პირობები