ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, სადაც მეწყერი ჩამოწვა,
დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა.
სტიქიის ზონაში ნაპოვნი მეხუთე ადამიანის ცხედარი მამაკაცისაა,
რომელიც სავარაუდოდ, დაკარგული არასრულწლოვნების მამაა.
ამჟამად, ადგილზე 4 პირის მიმართ ძებნა-შველის ღონისძიება
მიმდინარეობს, მათ შორის სამი არასრულწლოვნის.
მეწყერი სოფელ ნერგეეთში 7 თებერვალს, ღამის ორ საათზე ჩამოწვა
და 4 სახლი მოიყოლა. მაშველებმა ერთი ადამიანის გადარჩენა შეძლეს,
რომელიც ახლა კლინიკაში იმყოფება.
სტიქიის ადგილებზე 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, ადგილობრივი
ხელისუფლებისა და შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები
იმყოფებიან. ასევე, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, დრონები და
კინოლოგთა ჯგუფი.
ამავე თემაზე:
რამ გამოიწვია მეწყერი ნერგეეთში - გარემოს ეროვნული
სააგენტოს განმარტება
სოფელ ნერგეეთში მამას და სამ შვილს ეძებენ
მეწყერი ბაღდათის მუნიციპალიტეტში - ნაპოვნია 4
ადამიანის ცხედარი
მასალის გამოყენების პირობები