შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის
ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის 24-ე
კმ-ზე მიწა-კლდის მასა ჩამოიშალა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მიზეზი ინტენსიური
ნალექების შედეგად განვითარებული მეწყრული პროცესებია.
მათივე ცნობით, ჩამოსული დიდი მოცულობის მიწა-კლდის მასის გამო გზის
აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა
აიკრძალა.
რამდენიმედღიანმა ძლიერმა წვიმამ და ქარმა პრობლემები იმერეთის
თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში
შექმნა. მოგლიჯა ხეეები, დააზიანა
ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები და შენობების სახურავები.
უამინდობის გამო
რეისები გააუქმა საქართველოს
რკინიგზამაც.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში კი
მეწყერი ჩამოწვა და 4 სახლი მოიყოლა. ამ
დროისთვის, ნაპოვნია 4 ადამიანის ცხედარი. ერთი მოქალაქის გადარჩენა
მაშველებმა შეძლეს და ის კლინიკაშია გადაყვანილი. სამძებრო-სამაშველო
სამუშაოები კი 5 პირის მიმართ გრძელდება, მათ შორის სამი
არასრულწლოვანია.
ამავე თემაზე:
სოფელ ნერგეეთში მამას და სამ შვილს
ეძებენ
მეწყერი ბაღდათის მუნიციპალიტეტში - ნაპოვნია 4
ადამიანის ცხედარი
სტიქიამ იმერეთში 600-ზე მეტი სახლი, სკოლები და
საბავშვო ბაღები დააზიანა
მოგლეჯილი ხეები, დაზიანებული ელექტროგადამცემი
ხაზები და გაზსადენი მილები - უამინდობა იმერეთში
მასალის გამოყენების პირობები