ბაღდათის მუნიციპალიტეტში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ათ საათზე
მეტია გრძელდება.
სოფელ ნერგეეთში მაშველები კიდევ 5 ადამიანს ეძებენ, რომელთაგანაც 3
არასრულწლოვანია - ტყუპი გოგოები და ბიჭი. ისინი ერთი ოჯახის წევრები
არიან.
"ანგელოზ სამ შვილს ეძებენ ერთი ოჯახიდან, ტყუპ გოგოებს, ერთ ბიჭს და
მამას. დედა წასულია შვილებისთვის საზღვარგარეთ, რომ უჭირდა, რა ექნა.
იქით მოხუცი ცხოვრობდა კიდევ, ისიც არ ჩანს", - ამბობს
ადგილობრივი.
მეწყერი სოფელ ნერგეეთში გუშინ, ღამის ორ საათზე
ჩამოწვა და 4 სახლი მოიყოლა. მაშველებმა ერთი
ადამიანის გადარჩენა შეძლეს, რომელიც ახლა კლინიკაში იმყოფება.
ნაპოვნია 4 ადამიანის ცხედარი. აქედან, არსებული ინფორმაციით, 3
გადარჩენილი მამაკაცის ოჯახის წევრები არიან: ცოლი, შვილი (20 წლის
გოგო) და დედა.
„ღამის ორ საათზე ჩამოწოლილა მეწყერი. ვინც გარდაიცვალა, ყველა სახლში
იყო. დამარხა სტიქიამ ხალხი ცოცხლად“,- ამბობს ადგილობრივი.
სტიქიის ადგილებზე 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, ადგილობრივი
ხელისუფლებისა და შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები
იმყოფებიან. ასევე, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, დრონები და
კინოლოგთა ჯგუფი.
ამავე
თემაზე:
მეწყერი ბაღდათის მუნიციპალიტეტში - ნაპოვნია 4
ადამიანის ცხედარი
მასალის გამოყენების პირობები