ინტენსიური წვიმის შედეგად, ქუთაისში, გელათის ქუჩაზე, მიწის მასა
ჩამოიშალა.
ინფორმაციას აა(ი)პ "სპეციალური სერვისები" ავრცელებს.
მათივე ცნობით, ჩამოშლილი მიწის მასის გაწმენდის სამუშაოები ამ
წუთებშიც მიმდინარეობს.
ქუთაისში, მეორე დღეა, წვიმს და ძლიერი ქარია. სინოპტიკოსების
პროგნოზით, ნალექიანი და ქარიანი ამინდები საქართველოში, ხვალ, 7
თებერვლის დღის მეორე ნახევრამდე გაგრძელდება, შემდეგ კი 11 თებერვლის
ჩათვლით გამოიდარებს.
მასალის გამოყენების პირობები