თოვის და ლიპყინულის გამო, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის
საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეიზღუდა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მოძრაობა
აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი
ავტოტრანსპორტისთვის, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება
კი თავისუფალია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5 თებერვლიდან 8 თებერვლამდე
საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან
ძლიერი (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში), მთიან რეგიონებში
ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული, ზვავსაშიშროება, ელექტროგადამცემ
სადენებზე შემოყინულობა, ზღვაზე შესაძლებელია ძლიერი, 6 ბალამდე
შტორმი. 6 თებერვალს იქროლებს ძალიან ძლიერი ქარი.
როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, დიდთოვლობის,
ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების
გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია
შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს
მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო
გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების
ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
მასალის გამოყენების პირობები