ქუთაისში, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, ავტომობილების მძღოლებისთვის,
საათობრივი პარკირება ამოქმედდება.
ამის შესახებ ქალაქის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, დღეს, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ავტომობილების პარკირება
პრობლემურია, ამიტომაც მიიღეს გადაწყვეტილება, მომდევნო წლიდან,
საათობრივი პარკირების სისტემა დაწესდეს.
„საათობრივი პარკირება ქალაქის ცენტრალურ უბანში იგეგმება.
საკრებულოსთან თანამშრომლობით განვიხილავთ ტარიფებს, ადგილებსაც და
სხვა დეტალებსაც“,- განმარტა იოსებ ხახალეიშვილმა.
ის ე.წ. სტაიანჩიკების საკითხსაც შეეხო და განმარტა, რომ აღნიშნული
ადგილობრივი თვითმმართველობის იურისდიქციას სცილდება.
„ეს არის ფინანსური პოლიციის თემა. მათ მიერ უნდა მოხდეს როგორც
უკანონო ბიზნესის, უკანონო შემოსავლის დაფიქსირება. ჩვენ გვქონდა
რამდენჯერმე ჩვენს კოლეგებთან საუბარი და ისინიც გარკვეულ
საკანონდებლო ცვლილებებს ელოდებიან იმისათვის, რომ მათაც ჰქონდეთ,
უშუალოდ, ამ ადამიანების დაჯარიმების უფლება“,- განმარტა მერმა.
ქალაქში ამ დროისთვის 3 000-ზე მეტი საპარკინგე ადგილია, სადაც
საპარკინე ადგილებისთვის თვიური და წლიური აბონიმენტი
მოქმედებს.
ზონალურ-საათობრივი პარკირება, ამ დროისთვის, თბილისში მოქმედებს.
მასალის გამოყენების პირობები