ტყიბულში, ცუცხვათის მღვიმის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მცირე
ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება.
მერიის ინფორმაციით, გათვალისწინებულია მღვიმეში ჩასასვლელი კიბისა და
მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა.
აღნიშნული წელს უნდა მოეწყოს, რისთვისაც 198 000 ლარი
დაიხარჯება.
საპროექტო იდეამ პროექტ „ევროკავშირი ინტეგრირებული ტერიტორიული
განვითარებისთვის” (EU4ITD) - ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების
კატალიზატორის (CESL) ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში
გაიმარჯვა.
ცუცხვათის მღვიმე თავისი სიძველითა და სართულების რაოდენობით ერთ-ერთი
პირველია მსოფლიოში.
მასალის გამოყენების პირობები