თოვის გამო, ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის
კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მოძრაობა აკრძალულია
მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი
ავტოტრანსპორტისთვის, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა
კი თავისუფალია.
მათივე ცნობით, საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე
ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 28 იანვრის დილამდე
საქართველოს მთიან რეგიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით თოვლი,
ზოგან ძლიერი, ნისლი, გზებზე ლიპყინული.
მასალის გამოყენების პირობები