ახალი ამბები
შეუსრულებელი დაპირების შემდეგ, მერი აეროპორტისკენ ავტობუსების დანიშვნას წელსაც აანონსებს
FaceBook
ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი წელსაც ირწმუნება, რომ ქალაქსა და კოპიტნარის აეროპორტს შორის მუნიციპალური ტრანსპორტი აუცილებლად დაინიშნება.
მისი თქმით, ორი ელექტროავტობუსის შესაძენად ტენდერი იანვრის ბოლოს გამოცხადდება.

"გვეკითხებიან, როდის შეიძენთ ავტობუსებსო. მინდა გითხრათ, რომ ვაკეთებთ პროექტს, რომელიც დაფინანსებულია გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მიერ. ამ პროექტს თავისი განრიგი, განვითარების გეგმა აქვს, ამიტომ ტენდერი გამოცხადდება, როგორც არის გაწერილი პროექტში, იანვრის ბოლოს. ექვსთვიანი მოწოდების ვადა ექნება კომპანიას და მიმდინარე წლის ბოლომდე ორი ელექტროავტობუსი გვეყოლება“,- განმარტა იოსებ ხახალეიშვილმა ტელეკომპანია „რიონთან“.

მანამდე კი, მიმდინარე წლის აპრილიდან, ქუთაისის აეროპორტიდან ქალაქის მიმართულებით სამი ერთეული სამგზავრო ავტობუსი იმოძრავებს, რომლის შესაძენადაც აეროპორტების გაერთიანებამ 1 მილიონ 383 408 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.

ქუთაისის მერი აეროპორტის მიმართულებით 2 ელექტროავტობუსის შეძენას გასულ წელსაც აანონსებდა, თუმცა 2023 წელი ისე დასრულდა, საკითხთან დაკავშირებით მერიაში კონკრეტული ვერაფერი გვითხრეს.

ტურიზმის სფეროში დასაქმებულები წლებია, ამ პრობლემაზე საუბრობენ. გიდების თქმით, მაშინ როცა ქალაქის შემოსავლის მთავარი წყარო ტურიზმია, მუნიციპალური ტრანსპორტის (აეროპორტსა და ქუთაისის შორის) არარსებობა, ტურისტებს ქალაქში შემოსვლის სურვილს უკარგავს.

„როცა ქუთაისში ჩამოდიან ტურისტები, გაოცებულები არიან, რადგან აეროპორტს თავისივე ქალაქთან საზოგადოებრივი ტრანსპორტით წვდომა არ გააჩნია. მათ უნდა ჰქონდეთ ალტერნატივა და თავად გადაწყვეტენ, ტაქსით იმგზავრონ თუ ტრანსპორტით. მგონია, რომ თავმოყვარე ქალაქი ამ საკითხს ამდენ ხანს მოაგვარებდა", - ამბობს ტურისტული გიდი ლაშა ბერეკაშვილი. 

დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 2012 წელს გაიხსნა. ამ ხნის განმავლობაში აეროპორტიდან ქალაქამდე დამაკავშირებელი ტრანსპორტის დანიშვნა ვერ ხერხდებოდა, რაც ჩამოსული ვიზიტორების უკმაყოფილებას იწვევდა. 

ამავე თემაზე:

ქუთაისსა და აეროპორტს შორის დამაკავშირებელი ავტობუსების შესაძენად ტენდერი გამოცხადდა

მერიის შეუსრულებელი დაპირება - აეროპორტი ქუთაისს მუნიციპალური ტრანსპორტით ისევ ვერ დაუკავშირდა

"ვადებზე ვერაფერს გეტყვით" - ქუთაისსა და კოპიტნარის აეროპორტს შორის ტრანსპორტის დანიშვნა წლებია ვერ ხერხდება

2023 წლიდან, შესაძლოა, ქუთაისსა და აეროპორტს შორის მუნიციპალური ტრანსპორტი დაინიშნოს




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.