ახალი ამბები
"დადგა დრო, მოხდეს თეთრი ხიდის ხელახალი რეაბილიტაცია"
FaceBook
„ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ორგანიზაციის წევრი გიგა შუშანია თეთრი ხიდის ხელახალ რეაბილიტაციას ითხოვს.
მისი თქმით, ხიდის რეაბილიტაციაზე, „ოცნებამ“, წლების წინ, ნახევარი მილიონი ლარი დახარჯა, თუმცა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი გაკეთების ნაცვლად დააზიანა და ავთენტური სახე დაუკარგა.

ამიტომ შუშანია იმ ადამიანების დასჯასაც ითხოვს, რომლებმაც სამუშაოები , მისი თქმით,  უხარისხოდ ჩაატარეს.

დაზიანებული მინის საფარი

„ხიდის კონსტრუქცია, რომელიც ქვევით არის, მთლიანად დაჟანგული და დაზიანებულია. არაფერს ვამბობ ზედაპირზე, რომელზე გადაადგილებაც ამინდის ოდნავ ცვლილების პერიოდში უსაფრთხო არ არის. ეს მინა წელწადში რამდენჯერმე ზიანდება. ამიტომ, დადგა დრო, მოხდეს თეთრი ხიდის ხელახალი რეაბლიტაცია და პროექტის საჯარო განხილვა. ის ადამიანები კი, რომლებმაც 500 000 ლარი ჩაიდეს ჯიბეში, გაფლანგეს და ასე გააუბედურეს ხიდი, უნდა დაისაჯონ“,
- განმარტავს გიგა შუშანია.

მისივე თქმით, თეთრი ხიდის გარდა ისტორიული სახე ეკარგება „ოქროს ჩარდახს“, ასევე, უცნობია როგორი იქნება ქალაქის ცენტრალური ბულვარის საბოლოო სახე.

ოპოზიციონერი დეპუტატის ბრიფინგთან დაკავშირებით, ქუთაისის მერიაში კომენტარს არ აკეთებენ.

ცოტა ხნის წინ, თეთრი ხიდის სავალ ნაწილზე არსებული მინის ერთი მონაკვეთი  გაიბზარა.

ეს ხიდის ზედაპირის დაზიანების პირველი შემთხვევა არ არის. გახსნის დღიდან ხიდზე ხან შუშა დაიბზარა, ხან რკინის საფარი გაფუჭდა.

გადაადგილება საფრთხისშემცველი განსაკუთრებით ზამთრის პერიოდშია. თოვლის ყოველი მოსვლისას ხიდზე არაერთი მოქალაქე ეცემა. 

ქუთაისში ისტორიულ ხიდს რეკონსტრუქცია 2018 წელს ჩაუტარდა. სამუშაოები ადგილობრივ ბიუჯეტს 435 997 ლარი დაუჯდა. საბოლოოდ, მისაღები ხიდის არც ვიზუალი აღმოჩნდა და არც შესრულებული სამუშაოების ხარისხი.

გახსნის დღიდან ხიდზე ხან შუშა დაიბზარა, ხან რკინის საფარი გაფუჭდა. გადაადგილება საფრთხისშემცველი განსაკუთრებით ზამთრის პერიოდშია.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.