ნათლისღება ერთ-ერთი უდიდესი ქრისტიანური დღესასწაულია, რომელსაც
მართმადიდებლური სამყარო 19 იანვარს აღნიშნავს.
სახარების თანახმად, იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში, სწორედ
ამ დღეს მონათლა იესო ქრისტე.
ბიბლიის მიხედვით, ამ დღეს წყლიდან ამოსულ, ნათელღებულ მაცხოვარს
სულიწმინდა მტრედის სახით დაადგა მხარზე, ხოლო ზეციდან მამა ღმერთის
ხმა მოისმა: "ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელი მე სათნო ვიყავ".
დიახ! განცხადდა კაცთათვის ყოვლადწმინდა სამების საიდუმლო, უფალმა კი
აკურთხა წყალი და ნათლისღების წმინდა საიდუმლოება დაგვიწესა.
სწორედ ამიტომ, ნათლისღების დღესასწაულზე წყლის კურთხევის მსახურება
(დიდი აიაზმა) სრულდება და ნაკურთხი წყალი მთელი წლის განმავლობაში
ინახება.
ტრადიციულად, ნათლისღების დღესასწაულზე ტაძრებიდან ნაკურთხი წყალი
მრევლს სახლში მიაქვს, ამრავლებს და მთელი წლის განმავლობაში იყენებს.
ამ წესს ყველა ოჯახი შეძლებისდაგვარად იცავს.
მნიშვნელოვანია ნათლისღების დღესასწაულზე, ნათლიებმა და ნათლულებმა
ერთმანეთი მოინახულონ, დღე ერთად აღნიშნონ – ტაძარში მისვლით,
სანთლები დაანთონ ერთად.
მასალის გამოყენების პირობები