ახალი ამბები
"სატრანსფორმატორო პუნქტი წყალში დგას, შეიძლება, დენმა დაგვარტყას’’ - ავტოქარხნის მცხოვრებლები
FaceBook
ქუთაისში, ზ.ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე მაღალი ძაბვის სატრანსფორმატორო პუნქტში, რომელიც მოსახლეობას ელექტროენერგიით ამარაგებს, სავარაუდოდ, უსაფრთხოების ნორმები დარღვეულია. 
მაღალი ძაბვის პუნქტი მოსახლოებასთან ახლოს  არის განთავსებული, ისე რომ შემოსაზღვრულიც კი  არ არის. 

"ამ პუნქტთან ახლოს, 9-სართულიან კორპუსში ვცხოვრობ. მცირეწლოვანი შვილი მყავს და სულ მეშინია შენობას არ მიუახლოვდეს, რადგან ამ შენობის წინ წყალი დგას, წყალი კი ელექტროენერგიის გამტარია. ობიექტთან ახლოს სველ მიწაზე რომ ფეხი დააბიჯოს, შეიძლება უბედურება მოხდეს. შიშით გული მისკდება, როცა აქ ბავშვები თამაშობენ", - მბობს ზ.ჭავჭავაძის ქუჩის ერთ-ერთი მცხოვრები.

მაღალი ძაბვის სატრანსფორმატორო პუნქტი

"შენობა შემოსაზღვრულიც არ არის. არადა, აქ მაღალი ძაბვა შედის და მართლა საშიშია. აქვე ახლოს კომერციული ობიექტები და საცხოვრებელი კორპუსებია. უამრავი ადამიანი დადის და მაინცდამაინც ვინმე უნდა იმსხვერპლოს, რომ ზომები მიიღონ?,'' -ამბობს  ახლოს მდებარე საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრები საბა ბენდელიანი. 

უსაფრთხოების სისტემების სპეციალისტის ლევან იოსელიანის თქმით კი, საფრთხე დიდია, რადგან შენობა არასწორ ადგილზე არის განთავსებული.  

"მაღალი ძაბვის სატრანსფორმატორო პუნქტი აუცილებლად შემაღლებულ ადგილზე უნდა აშენდეს, სადაც ერთი წვეთი წყალი არ შევა. ასევე, აუცილებელია, რომ შენობა იყოს შემოღობილი და მასთან გარეშე პირს ხელი არ მიუწვდებოდეს.  სხვა შემთხვევაში, შესაძლოა, სავალალო შედეგი დადგეს. ადამიანს ფეხსაცმელი სველი რომ ჰქონდეს და 50 მეტრით პუნქტს მიახლოვდეს, ლეტალური შედეგი დადგება", - ამბობს ლევან იოსელიანი.


მისი თქმით, შენობა ელექტრომაგნიტური გამოსხივების მხრივაც სახიფათოა. როგორც ლევან იოსელიანი განმარტავს, ასეთი პუნქტები მოსახლეობისგან 20-30 მეტრით მაინც უნდა იყოს დაშორებული.

ავტოქარხნის მაჟორიტარი დეპუტატი მიხეილ გიორგაძე კი ამბობს, რომ აღნიშნული პრობლემის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა საკითხით დაინტერესდება.

"საკმაოდ მწვავე პრობლემა ჩანს. დღესვე გავალ ადგილზე და ვნახავ. საქმის კურში მერიას და ენერგო-პროსაც ჩავაყენებ,’’ - ამბობს მიხეილ გიორგაძე.

ზ. ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე მაღალი ძაბვის სატრანსფორმატორო  პუნქტი "ენერგო-პრო ჯორჯიას'' ეკუთვნის. კომპანიაში გვითხრეს, რომ აღნიშნული პუნქტი მოსახლეობას საფრთხეს არ უქმნის, რადგან გამანაწილებელი მოწყობილობები იზოლირებულია. 
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.