ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვების სამსახურის უფროსი ჯონი
ქასრაშვილი, სავარაუდოდ, ცოლზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა მეუღლეს
ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც ქალმა სასწრაფო
გამოიძახა. ადგილზე კი სამედიცინო დახმარების ჯგუფთან ერთად
სამართალდამცველებიც მივიდნენ, რომლებმაც ქასრაშვილი
დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული ტყიბულიდან ბაღდათში
გადაიყვანეს და ახლა ის დროებითი მოთავსების იზოლატორში
იმყოფება.
როგორც ცნობილია, სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება, სადაც
მოსამართლე გადაწყვეტს, გირაოთი გაათავისუფლებს მას თუ წინასწარ
პატიმრობაში დატოვებს.
მომხდართან დაკავშირებით „ქუთაისიპოსტი“ შსს-ს პრესსამსახურს
დაუკავშირდა და დეტალებს პაუხის მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
მასალის გამოყენების პირობები