ახალი ამბები
პაციენტები გლაუკომის სამკურნალო მედიკამენტს უფასოდ მიიღებენ
FaceBook
ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამას, გლაუკომის სამკურნალო მედიკამენტები დაემატა.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

შესაბამისი კატეგორიის, თუ სტატუსის მქონე მოქალაქეები, გლაუკომის სამკურნალო მედიკამენტს, მთელი წლის განმავლობაში, სრული დაფინანსებით მიიღებენ.

უწყების ცნობით, შესაბამისი კატეგორიის ბენეფიციარებს, მთელი წლის განმავლობაში, ასევე  სრულად დაუფინანსდებათ: გულ-სისხლძარღვთა, ფილტვის, ფარისებრი ჯირკვლის ქრონიკული დაავადებების; დიაბეტი ტიპი 2-ის; პარკინსონისა და ეპილეფსიის სამკურნალო მედიკამენტებიც.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში შესული აღნიშნული სიახლეები შეეხება: სოციალურად დაუცველ პირებს (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000 ერთეულს), პენსიონერებს, ვეტერანებს, შშმ პირებსა (შშმ ბავშვები, მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები) და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას.

ჯანდაცვის სამინისტრომ, ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებისთვის, კომპანია ღOჩHE-სგან შესყიდული 13 დასახელების მედიკამენტის უფასოდ გაცემაც დაიწყო.




Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #ჯანდაცვა
მსგავსი სიახლეები
დღეს, 23 ნოემბერს, დღის სამ
საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტების სოლიდარობის
აქცია გაიმართება.
11:06 / 23.11.2024
დღეს, 23 ნოემბერს, დღის სამ საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტების სოლიდარობის აქცია გაიმართება.
25 ნოემბერს, როცა
17:21 / 22.11.2024
25 ნოემბერს, როცა "ქართული ოცნება" ახალი პარლამენტის ლეგიტიმაციის ცნობას გეგმავს, საპროტესტო აქცია გაიმართება საკანონმდებლო ორგანოს უკან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.