ახალი ამბები
ერთ წელში ქუთაისის აეროპორტის მგზავრთა რაოდენობა 800 ათასზე მეტით გაიზარდა
FaceBook
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 2023 წელს 1 671 016 მგზავრს მოემსახურა, რაც 2022 წელთან შედარებით გაზრდილი მაჩვენებლია.
2022 წელს აეროპორტი  822 486 მგზავრს მოემსახურა, შესაბამისად,  ერთ წელში მგზავრათა რაოდენობამ 800 000-ზე მეტით მოიმატა. 

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, რეისების რაოდენობა თითქმის 2000-ით გაიზარდა. 2023 წელს აეროპორტმა  5040 რეისი, 2022 წელს კი - მხოლოდ 3 220 შეასრულა. 

რაც შეეხება 2023 წლის დეკემბრის თვის მონაცემებს, ამ პერიოდში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 157 092 მგზავრს მოემსახურა, მაშინ როცა,  2022 წლის დეკემბერში ეს მაჩვენებელი 85 008-ს შეადგენდა. გამოდის, 2023 წლის დეკემბერში გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, აეროპორტის მგზავრთა რაოდენობა თითქმის 70 ათასით გაიზარდა. 

2023 წლის დეკემბრის თვეში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა მიიღო და გაატარა 538 რეისი, რაც 32 ათასით მეტია 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2022 წლის დეკემბერში 306 რეისი შესრულდა.

ამ ეტაპისთვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ხუთი ავიაკომპანია ოპერირებს. რეისები 20 ქვეყნის 39 მიმართულებით სრულდება.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
25 ნოემბერს, როცა
17:21 / 22.11.2024
25 ნოემბერს, როცა "ქართული ოცნება" ახალი პარლამენტის ლეგიტიმაციის ცნობას გეგმავს, საპროტესტო აქცია გაიმართება საკანონმდებლო ორგანოს უკან.
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე
სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
15:01 / 22.11.2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.