გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 16 იანვრის
ჩათვლით უნალექო ამინდი შენარჩუნდება.
ზოგიერთ რაიონში იქროლებს აღმოსავლეთის ქარი.
დღეს, 15 იანვარს, ღამით დაბლობ რაიონებში -1 გრადუსი ყინვა
დაფიქსირდება, მთიან რაიონებში - -3,-8 გრადუსი, ხოლო მაღალმთიან
რაიონებში ჰაერის ტემპერატურა -17 გრადუსამდე დაიკლებს.
16 იანვარს ტემპერატურა მოიმატებს. დღისით კოლხეთის დაბლობში ჰაერი
12-14 გრადუსამდე გათბება.
ამინდი 17 იანვრიდან შეიცვლება. 17-18 იანვარს დილის საათებში დაბლობ
რაიონებში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიანში - თოვლი.
17 იანვარს, დღის საათებში ტემპერატურა 9,10 გრადუსი იქნება, ღამით
-2, -6 გრადუსამდე დაიკლებს.
18 იანვარს შედარებით უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ღამის საათებში
შესაძლოა სუსტი თოვა. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი. შედარებით უნალექო
ამინდები 20 იანვრის ჩათვლით შენარჩუნდება.
მასალის გამოყენების პირობები