გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 14 იანვრის დღის მეორე
ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, უმეტესად
თოვლის სახით.
ასევე მოსალოდნელია ქარბუქი, გზებზე კი - ლიპყინული.
13 იანვარს იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე
შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.
14-15 იანვარს ღამის საათებში გაძლიერდება ყინვა. დასავლეთ
საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის ტემპერატურის -3, -5 გრადუსამდე
მოსალოდნელმა დაწევამ შესაძლოა ციტრუსოვანი კულტურების (განსაკუთრებით
ლიმონის) დაზიანება გამოიწვიოს.
მასალის გამოყენების პირობები