ჯანდაცვის სამინისტრომ, ონკოლოგიური დაავადებების მქონე
პაციენტებისთვის, კომპანია
ROCHE-სგან
შესყიდული 13 დასახელების მედიკამენტის უფასოდ გაცემა დაიწყო.
ეს მედიკამენტებია:
ალეცენზა;
ტეცენტრიკი;
ავასტინი;
ტარცევა;
გაზივა;
მაბტერა;
ჰერცეპტინი;
კადსილა;
ზელბორაფი;
ფესგო;
პოლივი;
პერჯეტა;
ლოზროტრეკი;
უახლოეს მომავალში, პაციენტები, დამატებით
NOVARTIS-ისგან შესყიდულ 8 დასახელების მედიკამენტს
მიიღებენ.
ჯანდაცვის სამინისტრო, მსოფლიოს წამყვანი ფარმაცევტული
კომპანიებისგან, პირდაპირი შესყიდვის გზით, მედიკამენტებს
მნიშვნელოვნად დაბალ ფასად ყიდულობს, შედეგად პაციენტებს მაღალი
ხარისხის მედიკამენტებით სრულად უზრუნველყოფს, -აღნიშნულია ჯანდაცვის
სამინისტროს განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები