საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, შესაბამისი კატეგორიის/სტატუსის
მქონე მოქალაქეები, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს,
სრული დაფინანსებით, მთელი წლის განმავლობაში მიიღებენ.
ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მედიკამენტის მისაღებად პაციენტმა უნდა მიმართოს ოჯახის ექიმს.
პროგრამა მოიცავს შემდეგი ქრონიკული დაავადებების სამკურნალო
მედიკამენტების დაფინანსებას:
- გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებები;
- ფილტვის ქრონიკული დაავადებები;
- ფარისებრი ჯირკვლის ქრონიკული დაავადებები;
- დიაბეტი ტიპი 2;
- პარკინსონი;
- ეპილეფსია;
პროგრამის თანახმად საჭირო მედიკამენტებს, მთელი წლის განმავლობაში
სრულად მიიღებენ:
-სოციალურად დაუცველი პირები (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება
100 000 ერთეულს);
- პენსიონრები;
- ვეტერანები;
- შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები (შშმ ბავშვები,
მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის
სტატუსის მქონე
პირები);
- გორის, ხაშურის, კასპის, ქარელის, დუშეთის, ონის, საჩხერის,
ზუგდიდის,
მესტიის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში საქართველოს ოკუპირებულ
ტერიტორიებთან, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები
მოსახლეობა.
მასალის გამოყენების პირობები