ქუთაისის მერია კოსტავას ქუჩის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას
გეგმავს.
სარეკონსტრუქციო სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1
მილიონ 870 ათას 837 ლარი გამოიყოფა.
მიუხედავად იმისა, რომ კოსტავას ქუჩა წლებია რეკონსტრუქციას
საჭიროებს, მერიამ ელექტრონული ტენდერი
(NAT230027620)
დაახლოებით, ორი კვირის წინ, 2023 წლის ბოლოს
გამოაცხადა.
ტროტუარი კოსტავას ქუჩაზე
ადგილობრივების ნაწილი თვლის, რომ არჩევნებამდე ერთი წლით ადრე,
დაახლოებით, 2 მილიონ ლარამდე ღირებულების პროექტის განხორცილება,
მაშინ როცა გზა წლების განმავლობაში შეკეთებას საჭიროებდა, მერიის
მიერ სპეციალურად გათვლილი, ამომრჩევლის კეთილგანწყობაზე
ორიენტირებული ნაბიჯია.
,,5 წელზე მეტია ამ ქუჩაზე ბორდიურები და ტროტუარები საშინელ
მდგომარეობაშია. კანალიზაცია ხშირად იჭედება და ადგილობრივები მერიას
დახმარებას ხშირად სთხოვენ. სამანქანო ნაწილიც შესაკეთებელია. აქამდე
საშველი არ დაგვადგა და ახლა უცებ გავიგეთ, რომ წელს გზას
გაგვიკეთებენ. რატომ მაინცდამაინც წელს? შეიძლება ვცდები, მაგრამ
ვფიქრობ, საარჩევნოდ ემზადებიან", - ამბობს ქუჩის ერთ-ერთი
მცხოვრები.
სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის ასარჩევად წინადადებების მიღება
20 იანვრიდან დაიწყება და 25 იანვარს დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები