პროექტში მონაწილეობისთვის მნიშვნელოვანია ფრანგული ენის ცოდნა
ქუთაისის უნივერსიტეტში "ადგილობრივი დემოკრატიის
სააგენტო–საქართველომ" ორი პროექტის პრეზენტაცია გამართა. პროექტი "
ახალგაზრდები ევროპისთვის" ახალგაზრდების მიერ ევროპული ინსტიტუტების
უკეთ გაცნობას გულისხმობს.
პროექტი ქუთაისელ სტუდენტებს სტრასბურგში გამგზავრების შანსს აძლევს.
შერჩეული 20 სტუდენტი შეძლებს 4 დღე გაატაროს საფრანგეთში და ეწვიოს
სტრასბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტს.
"ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო–საქართველოს" მეორე პროექტი კი
სტრასბურგში 9 თვიან სტაჟრებას ითვალისწინებს, თუმცა, სტაჟირების
შანსი მხოლოდ ერთ სტუდენტს მიეცემა, რომელსაც სტრასბურგის მერია თავად
შეარჩევს.
"ჩვენ გადავუგზავნით 5 სტუდენტის მონაცემებს და თავად შეარჩევენ იმ
ერთს, რომელიც 9 თვიან სტაჟირებას გაივლის სტრასბურგის მერიის საგარეო
საქმეთა სამსახურში",– განაცხადა "ადგილობრივი დემოკრატიის
სააგენტო–საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო
თვალთვაძემ.
პირველ პროექტზე განაცხადების მიღება 1 მარტს დასრულდება. სტაჟირების
მსურველებისთვის კი ვადა 6 მარტს იწურება. კანდიდატებისთვის მთავარი
მოთხოვნა ფრანგულის ენის ცოდნაა, თუნდაც საწყის დონეზე.
პროექტი ქუთაისისა და სტრასბურგის მერიის ერთობლივი პარტნიორობით
ხორციელდება.
მასალის გამოყენების პირობები