7 იანვარს, ქუთაისის ქუჩებში, ტრადიციული საშობაო მსვლელობა „ალილო“
გაიმართება.
მსვლელობა, 12:00 საათიდან, ბავშვთა ფოლკლორულ ანსამბლ „ნაი-ნაის“
მონაწილეობით ჩატარდება.
საშობაო მსვლელობისას შეგროვებული ნუგბარი, „დღის ცენტრებისა“ და
წყალწითელას მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარებს გადაეცემათ.
ალილოს ტრადიცია საქართველოში 20 წელზე მეტია აღდგა და ყოველი წლის 7
იანვარს, როცა მართლმადიდებელი სამყაროს ერთი ნაწილი შობას აღნიშნავს,
ასობით ადამიანი საშობაო წირვის შემდეგ მსვლელობაში მონაწილეობს, ხოლო
შეგროვილ ნობათს გაჭირვებულ ადამიანებს ურიგებენ.
ფოტო: არქივი
მასალის გამოყენების პირობები