2024 წელს გაზის, ელექტროენერგიისა და წყლის ტარიფებში ცვლილებები
შევიდა.
2024 წლის იანვრიდან ბუნებრივი აირი ძვირდება. თუმცა ცვლილებები
შეეხება მხოლოდ კომერციულ მომხმარებლებს.
არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ბუნებრივი აირის ფასი იცვლება
როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში - პირველი იანვრიდან
არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის
ფასი ერთ კუბურ მეტრზე 1.24 ლარის ნაცვლად განისაზღვრება 1.29
ლარით.
საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის კი ფასი არ იცვლება და ტარიფი
კვლავ 0.539708 ლარი იქნება ერთ კუბურ მეტრზე.
გაიზარდა შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის" წყალმომარაგების
არასაყოფაცხოვრებო ტარიფებიც. სემეკის გადაწყვეტილების შესაბამისად,
ქ. თბილისსა და ქ. მცხეთაში ახალი არასაყოფაცხოვრებო ტარიფი
განისაზღვრა 8.807 ლარი/კუბ.მ-ით, ხოლო ქ რუსთავში - 6.500 ლარი/
კუბ.მ-ით.
თუმცა უცვლელი დარჩა საყოფაცხოვრებო ტარიფები როგორც უმრიცხველო
(სულადობრივი გადასახადი), ასევე გამრიცხველიანებული
აბონენტებისათვის.
სამაგიეროდ ენერგეტიკისა და წყალმომრაგების მარეგულირებელი კომისიის
ცნობით თბილისისა და საქართველოს რეგიონებისთვის ელექტროენერგიის
საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო ტარიფები სამი (3) თეთრით
შემცირდა.
შემცირებული ტარიფები ძალაში იქნება 2024 წლის პირველი იანვრიდან და
იმოქმედებს 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
მასალის გამოყენების პირობები