ქუთაისის საჯარო სკოლებში საშობაო არდადეგები, დღეს, 30 დეკემბრიდან
დაიწყო.
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში კი სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი
გუშინ, 29 დეკემბერს, შეწყდა.
ქუთაისის "ბაგა-ბაღების გაერთიანებასა" და საგანმანათლებლო
დაწესებულებებში სწავლა 15 იანვარს განახლდება.
ქუთაისში 38 საჯარო და 10 კერძო სკოლაა. რაც შეეხება მერიის ა(ა)იპ
"ბაგა–ბაღების გაერთიანებას", სულ 37 ფილიალია, სადაც 7 552
აღსაზრდელია რეგისტრირებული.
მასალის გამოყენების პირობები