ადგილობრივების მტკიცებით მძარცველებმა გარდაცვალებამდე მოხუცზე
იძალადეს და გააუპატიურეს.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მანდაეთში 68 წლის პენსიონერი ქალი
მოკლეს.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, სოფელ მანდაეთში შემთხვევა გასულ
კვირას მოხდა.
მათივე ინფორმაციით, მოხუც ქალბატონს საცხოვრებელ სახლში მძარცველები
პენსიით კუთვნილი თანხის მისათვისებლად დაესხნენ.
"საწყალმა პენსია აიღო და სახლში დაბრუნდა, 150 ლარის გამო კი თავს
დაესხნენ და მოკლეს," - ამბობენ ჭიათურაში მცხოვრებლები.
ადგილობრივების მტკიცებითვე მძარცველებმა გარდაცვალებამდე მოხუცზე
იძალადეს და გააუპატიურეს.
თუმცა ძალადობის ფაქტს არ ადასტურებენ საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს პრესსამსახურში.
როგორც შშს-ში განმარტავენ, პირველადი ექსპერტიზის საფუძველზე მოხუცზე
ძალადობის კვალი არ დასტურდება.
"თუმცა დასტურდება მოხუცი ქალბატონის განზრახ მკვლელობა" - განმარტეს
"ქუთაისიპოსტს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმეს განზრახ მკვლელობის
სსკ 108- ე მუხლით იძიებს.
მასალის გამოყენების პირობები