ახალი ამბები
"ეს არის პარტიული ბიუჯეტი" - ქუთაისის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტს ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა
FaceBook
ქუთაისის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტს ოპოზიციამ   მხარი არ დაუჭირა.
"ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პროექტის განხილვას დაესწრნენ, თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს.

პარტიის წევრის გიგა შუშანიას თქმით, ეს ბიუჯეტი მერისა და სხვა ჩინოვნიკების ხელფასების გაზრდაზე, ასევე, ადმინისტრაციული რესურსისა და პოლიტიკური აქტივისტების შენახვაზეა ორიენტირებული, ამიტომ ოპოზიცისგან მხარდაჭერა არ ექნება.

„ამ ბიუჯეტიის შედეგად, ქუთაისი ისევ დარჩება გადათხრილი ქუჩების ქალაქად, ისევ იქნებიან გაჭირვებული ადამიანები, რომლებიც გაიქცევიან ამ ქალაქიდან. ამიტომ, ეს ბიუჯეტი არ იქნება მხარდაჭერილი, რადგან არ არის გათვალისწინებული ჩვენი მოთხოვნები უფასო კვების თანხის გაზრდასთან დაკავშირებით, ასევე, პირველკლასელთათვის უფასო კვების შემოღება, სპილოტედ, ქუთაისის სკოლებში და ა.შ“,
- განმარტა გიგა შუშანიამ.

ქალაქის მთავარი საფინანსო პროექტის განხილვამდე სხდომათა დარბაზი დატოვეს „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა და ფრაქციის მოქმედმა წევრებმაც. ფრაქციის თავმჯდომარის გიორგი კილაძის თქმით, აღნიშნული ბიუჯეტის პროექტი 2024 წლის არჩევნებზეა გათვლილი და პარტიული.

„მომავალი წლის ბიუჯეტში 49,8% შრომის ანაზღაურებაზეა მიმართული. გარდა ამისა, 2024 წლიდან ორ ახალ ააიპს ქმნის მერია, რომელზეც თანამშრომლების აყვანა მოუწევს, რაც დამატებითი ხარჯი იქნება. ამასთან, როდესაც ქალაქში მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა, მერი კიდევ იზრდის მის შრომის ანაზღაურებას, რაც უბრალოდ, სირცხვილია. ამიტომ, მე ვერ ვხედავ ვერანაირ აზრს, მონაწილეობა მივიღო ამ პარტიული ბიუჯეტის განხილვაში, ეს ქუთაისის ბიუჯეტი არ არის“,
-  განმარტა გიორგი კილაძემ.

აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტის დამტკიცებას არ ესწრებოდნენ ოპოზიციონერი დეპუტატები პარტია "საქართველოსთვის" წევრი ელეონორა არჩაია  და "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატი კობა გურული.

ქუთაისის საკრებულომ ქალაქის 2024 წლის ბიუჯეტი პროექტი დღეს, 27 დეკემბერს, დაამტკიცა. ქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი.

ბიუჯეტის პროექტის მოცულობა 115 მილიონ 510, 700 ლარს შეადგენს, რაც მიმდინარე წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით 14 მილიონით მეტია.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.