ახალი ამბები
"სავანესთან'' შესაბამისი სამსახურები იმყოფებიან - გამოსახლების უფლებას მეპატრონეები არ აძლევენ
FaceBook
ქუთაისში, კაფე-ბარ ,,სავანესთან’’ ქალაქის მერიისა და აღსრულების ბიუროს წარმომადგენლები იმყოფებიან, რომლებმაც გამოსახლება უნდა დაიწყონ. 
ადგილზე ასევე, შეკრებილნი არიან კაფის მფლობელები და მათი მხარდამჭერები, რომლებიც ამბობენ, რომ ,,სავანეს’’ დანგრევას არ დაუშვებენ.

აქციის მონაწილეებმა ქუთაისის მერიის წარმომადგენლებს ჰკითხეს, რატომ არ ელოდებიან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ობიექტის დემონტაჟის შესახებ, რომლის პროცესიც 1 თებერვალს არის ჩანიშნული? რაზეც მერიის წარმომადგენლებმა უპასუხეს, რომ საქალაქო სასამართლოს დაუყოვნებლივი აღსრულების გადაწყვეტილება მიიღო.

"მართლია, დაუყოვნებლივი აღსრულებაც გასაჩივრებულია, მაგრამ გასაჩივრება აღსრულებას ხელს არ უშლის. გთხოვთ, გამოიტანეთ თუ რაიმე ღირებულია", - ამბობს ქუთაისის მერიის წარმომადგენელი ავთანდილ ბუცხრიკიძე.

"ჩვენთვის ღირებულია ეს კაფე და ამიტომაც  მას ვერ დაანგრევთ. თქვენ არ იცით ვისთან გაქვთ საქმე", - მიმართეს ,,სავანეს’’ მფლობელებმა მერიისა და აღსრულების ბიუროს წარმომადგენლებს.


ქუთაისის მერიასა და ,,სავანეს’’ მეპატრონეებს შორის ობიექტის დემონტაჟის საკითხზე სასამართლო დავები 13 ოქტომბრიდან მიმდინარეობდა. მერია კაფის დანგრევას და მეპატრონეებისგან 200 ათას ლარამდე საიჯარო დავალიანების გადახდას ითხოვდა. 16 ნოემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დარინა აბულაძემ კვების ობიექტის დემონტაჟის გადაწყვეტილება მიიღო. რაც შეეხება მეპატრონეებისგან საიჯარო თანხის გადახდას, ამ ნაწილში მერიის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

მანამდე კი, 4 წლით ადრე, ქუთაისის მერიასა და კაფე-ბარ ,,სავანეს’’ მფლობელებს შორის დავა იმ მიწის საკითხზე მიმდინარეობდა, რომელზეც სავანე დგას. კაფის მფლობელები ამბობდნენ, რომ შენობასთან ერთად მათ მიწაც იყიდეს და ის მათი საკუთრებაა, მერიაში კი აცხადებდნენ, რომ ,,სავანე’’ კულტურული მემკვიდრეობის ტერიტორიაზეა აშენებული და ის სკვერს წარმოადგენს, სკვერი კი კერძო საკუთრება ვერ იქნება. სასამართლო დავების შედეგად, ორივე ინსტანციის სასამართლომ მიწის მესაკუთრედ მერია აღიარა.

ქალაქის ცენტრალურ ბაღში კაფე 23 წლის განმავლობაში მუშაობდა. კვების ობიექტს 2018 წლიდან აღარ უმუშავია. 90–იან წლებში ის ბამბუკის მსუბუქ კონსტრუქციას წარმოადგენდა, სადაც ღია სანაყინე ფუნქციონირებდა. ობიექტს თავდაპირველად ამხანაგობა „მაგნოლია“ ფლობდა. 1995 წელს კი ის შპს „ნიკოლომ“ 8 986 ამერიკულ დოლარად შეისყიდა.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.