ქუთაისის პირველი საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლე სარა
აბდულატიფ-მოჰამედი ჟაუტიკოვის საერთაშორისო ოლიმპიადის გამარჯვებული
გახდა.
9 წლის სარამ მათემატიკაში 15 ამოცანიდან 12 სწორად ამოხსნა, პირველი
ადგილი დაიკავა და ახლა ის დაჯილდოვებაზე ყაზახეთის ქალაქ ალმათიშია
მიწვეული. მისი პედაგოგი სოფო თედოშვილია.
სარა ჟაუტიკოვის საერთაშორისო ოლიმპიადაზე გასულ წელსაც მონაწილეობდა,
სადაც საპრიზო ადგილი აიღო.
ჟაუტიკოვის ოლიმპიადა, ყოველწლიურად, ალმათიში იმართება, თუმცა
პანდემის შემდეგ ონლაინ ფორმატში ტარდება. ტურნირის ფარგლებში გუნდური
და ინდივიდუალური შეჯიბრი მიმდინარეობს.
წელს მე-19 ოლიმპიადა ჩატარდა, სადაც 16 ქვეყნის 38-ზე მეტი ქალაქის
მოსწავლე (230 მესამეკლასელი) მონაწილეობდა.
მასალის გამოყენების პირობები