წინასაახალწლოდ, ქუთაისს, „კოკა-კოლას“ ქარავანი ეწვევა.
ღონისძიება, დღეს, ცენტრალურ მოედანზე,"მაკდონალდსთან", 20:30-დან
დაიწყება.
უამრავი გასართობი პატარებისთვის, სახეზე მოხატვა და ბევრი ბუშტები -
ორგანიზატორები ღონისძიებაზე მისულებს ჯადოსნური განწყობის შექმნას
ჰპირდებიან.
მათივე განმარტებით, საღამო ფეიერვერკით დასრულდება.
Coca-Cola-ს საშობაო ქარავნის მსვლელობამ სტარტი, 20 დეკემბერს,
დედაქალაქიდან აიღო და 30 დეკემბრის ჩათვლით ჯადოსნურ განწყობას
საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში მიიტანს.
კოკა-კოლას 2023 წლის სადღესასწაულო კამპანიის სლოგანია - „მსოფლიოს
სჭირდება მეტი სანტა“.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, წლევანდელი საახალწლო კამპანიის
ფილოსოფიური დატვირთვა ყველა ჩვენგანის "შინაგან სანტას" ეხმაურება -
დიდი ხნის ნანატრ, სადღესასწაულო იდეის ძირითად თემას, რომელიც ხაზს
უსვამს შობის სიკეთეს, იმედისა და ოპტიმიზმის გზავნილებს.
მასალის გამოყენების პირობები