2024 წლის აპრილიდან, ქუთაისის აეროპორტიდან ქალაქის მიმართულებით
ტრანსპორტი ინიშნება.
სამი ერთეული სამგზავრო ავტობუსის შესაძენად საქართველოს აეროპორტების
გაერთიანებამ ტენდერი [NAT230026951] უკვე გამოაცხადა.
სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე ატვირთული დოკუმენტის მიხედვით,
პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული ავტობუსის მწარმოებელს
საზოგადოებრივი დანიშნულების ავტობუსების წარმოებაში სულ
მცირე 15 წლიანი გამოცდილება უნდა ქონდეს.
აეროპორტების გაერთიანება სამი ავტობუსის შესაძენად 1 მილიონ
383 408 ლარს დახარჯავს. ამ თანხაში იმპორტირების, განბაჟების,
ავტობუსების შემსყიდველზე გადაფორმების, სახელმწიფო სანომრე ნიშნების
ხარჯი და კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადი (დღგ-ს
გარდა) შედის.
დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 2012
წელს გაიხსნა. ამ ხნის განმავლობაში აეროპორტიდან ქალაქამდე
დამაკავშირებელი ტრანსპორტის დანიშვნა ვერ ხერხდებოდა, რაც ჩამოსული
ვიზიტორების უკმაყოფილებას იწვევდა.
ამავე თემაზე:
მერიის შეუსრულებელი დაპირება - აეროპორტი ქუთაისს
მუნიციპალური ტრანსპორტით ისევ ვერ დაუკავშირდა
"ვადებზე ვერაფერს გეტყვით" - ქუთაისსა და კოპიტნარის
აეროპორტს შორის ტრანსპორტის დანიშვნა წლებია ვერ
ხერხდება
2023 წლიდან, შესაძლოა, ქუთაისსა და აეროპორტს შორის
მუნიციპალური ტრანსპორტი დაინიშნოს
მასალის გამოყენების პირობები