ქუთაისში, პოლიციის თანამშრომლების მხრიდან არასრულწლოვნების მიმართ
განხორციელებული უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების შესაძლო
ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
საქმე ეხება 18 დეკემბერს, ზურაბ ჭავჭავაძის სკვერში, ღამის საათებში
მომხდარ
შემთხვევას, რა დროსაც, არასრულწლოვნების
მშობლის განმარტებით, მათი შვილები სამართალდამცველებმა
სცემეს.
მშობლის თამილა ზარგინავას თქმით, მისი ორი შვილი, 15 და 16 წლის
მოზარდი, სკვერში, მეგობრებთან ერთად თამაშობდა, რა დროსაც მათ
სამართალდამცველებთან სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდათ, რაც ფიზიკურ
დაპირისპირებაში გადაიზარდა.
მომხდარზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.
„სპეციალური საგამოძიებო სამსახური, სწრაფი, ეფექტიანი და ობიექტური
გამოძიების უზრუნველსაყოფად, ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო
მოქმედებას ატარებს“,- განმარტავენ უწყებაში.
ამავე თემაზე:
"ბავშვები არიან დაკაწრულები, კოპები აქვთ" - რა
მოხდა ქუთაისის ერთ-ერთ სკვერში
მასალის გამოყენების პირობები