გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 დეკემბრის
დილიდან 18 დეკემბრის დილამდე, საქართველოში, ნალექიანი ამინდია
მოსალოდნელი.
კერძოდ, დასავლეთ საქართველოში სინოპტიკოსები ძლიერ წვიმას
პროგნოზირებენ, მთიან ზონებში თოვასა და ქარბუქს, ზღვაზე კი 4-5
ბალიან შტორმს.
ამასთან, სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე
მოსალოდნელია დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
"მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე
შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, გორაკ-ბორცვიან
ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო
ქვეყნის მთიან ზონებში ზვავების ფორმირება გამოიწვიოს.
მთიან რეგიონებში მოსალოდნელი დიდთოვლობის, ზვავსაშიშროების და
ხილვადობის გაუარესების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ
მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა",-
განმარტავენ გარემოს ეროვნულ საააგენტოში.
მასალის გამოყენების პირობები