ქუთაისში, ე.წ. კათოლიკური შობის აღსანიშნავად საზეიმო ღონისძიებები
გაიმართება.
საშობაო საღამო, 25 დეკემბერს, „ტურიზმის ცენტრში“, 18:30 საათიდან
დაიწყება.
ღონისძიებაზე მისულ მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ მოუსმინონ
მუსიკას და დააგემოვნონ გლიტვეინი, ცხელი შოკოლადი, ტკბილეული და
საახალწლო ჩაროზი.
კათოლიკური შობისადმი მიძღვნილი ღონისძიებები უკვე წლებია, Dmo
imereti-ის ინიციატივით იმართება.
„ქუთაისში, როგორც ტოლერანტობით ცნობილ ქალაქში, ისტორიას ერთად
ქმნიდნენ მართლმადიდებელი და კათოლიკე ქუთათურები. სწორედ ამიტომ,
უკვე ტრადიციად ვაქციეთ შობის აღნიშვნა ყველა იმ ადამიანთან ერთად,
ვინც 25 დეკემბერს აღნიშნავს ამ დიდებულ დღესასწაულს“,- განმარტავენ
Dmo imereti-ში.
25 დეკემბერს ქრისტიანული სამყაროს უმეტესი ნაწილი გრეგორიანული
კალენდრით ქრისტეს შობას აღნიშნავს. ყველაზე მასშტაბურად ეს დღე
ბეთლემში აღინიშნება, სადაც გადმოცემის თანახმად ქრისტე იშვა.
ფოტო: Dmo imereti
მასალის გამოყენების პირობები